შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას ვეკითხებით, რა პრობლემა აქვს სასამართლოს და რომელი გადაწყვეტილება იყო უსამართლო - რამდენად ჩიხში არიან, რომ ერთ საქმეს ვერ ასახელებენ ბოლო 12 წლიდან

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას ვეკითხებით, რა პრობლემა აქვს სასამართლოს და რომელი გადაწყვეტილება იყო უსამართლო - რამდენად ჩიხში არიან, რომ ერთ საქმეს ვერ ასახელებენ ბოლო 12 წლიდან

რამდენად ჩიხშია ოპოზიცია, რომ ერთ საქმეს ვერ ასახელებენ ბოლო 12 წლიდან. ვეკითხებით, რა პრობლემა აქვს სასამართლოს და რომელი გადაწყვეტილება იყო უსამართლო - 2024 წელია და 2007-2008 წლის საქმეებით გველაპარაკებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ასახელებდნენ „რუსთავი 2“-ის საქმეს - ტყუილი აღმოჩნდა, მელიას საქმე - ტყუილი აღმოჩნდა, ასახელებდნენ სააკაშვილის საქმეს - ტყუილი აღმოჩნდა, ახალიას საქმე - ტყუილი აღმოჩნდა. მოსამართლეების გაყრა და ფილტრში გატარება ეს არის ის, რაც 2004 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.