ხავიერ კოლომინა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე: ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, ეს არის ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაოს და საერთო ღირებულებების ერთგულების აღიარება

ხავიერ კოლომინა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე: ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, ეს არის ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაოს და საერთო ღირებულებების ერთგულების აღიარება

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ულოცავს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, გასცეს რეკომენდაცია მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

„ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს! ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე წარმოადგენს ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაოს და საერთო ღირებულებების ერთგულების აღიარებას“, - წერს კოლომინა.