მოკლული თამაზ გინტურის ძმა: მკვლელი ორი ადამიანია. სურათები მაქვს. მოვითხოვ მათ დასჯას. უნდა გადმოსცენ საქართველოს და გაასამართლონ

მოკლული თამაზ გინტურის ძმა: მკვლელი ორი ადამიანია. სურათები მაქვს. მოვითხოვ მათ დასჯას. უნდა გადმოსცენ საქართველოს და გაასამართლონ

სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა ნიკოლოზ გინტური აცხადებს, რომ მათთვის ცნობილია მკვლელების ვინაობა და საქართველოსთვის მათ გადმოცემას ითხოვენ.

როგორც „ქრონიკის“ ჟურნალისტი სოფელი კირბალიდან იტყობინება, სოფელში დაცვა გაძლიერებულია. მედიას იქ შესვლის შესაძლებლობა სამართალდამცველებთან ერთად რამდენიმე წუთის წინ მიეცა.

„მოვიდა ინფორმაცია, რომ მკვლელი ეს ორი ადამიანია. სურათები მაქვს. კოკოევმა რაც უნდა თქვას, კოკოევმა უნდა გაამართლოს თავისი სამხედრო, ჯარი და პოლიცია. არიან სამხედრო დამნაშავეები და მოვითხოვ მათ დასჯას. უნდა გადმოსცენ საქართველოს ეს ორი პიროვნება და გაასამართლონ. 2008 წლის ომის მონაწილე იყო, მოუწყვეს ჩასაფრება და ჩაცხრილეს“, - განაცხადა სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მოკლულის ოჯახს კუთვნილი ავტომანქანა გუშინ გადასცეს. მასზე ნატყვიარი და სისხლის კვალია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.