ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშვიდობის უზრუნველსაყოფად საქართველოში და რუსეთის ჯარების გასაყვანად

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშვიდობის უზრუნველსაყოფად საქართველოში და რუსეთის ჯარების გასაყვანად

ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას გამოხშირა.

როგორც ის Twitter-ზე წერს, საქართველოს ხელისუფლება მომხდარს სასტიკად გმობს.

„ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშვიდობის უზრუნველსაყოფად საქართველოში და რუსეთის ჯარების გასაყვანად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე“, - წერს მახარობლიშვილი.