დღეს ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა

კატარში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა, მანამდე კი, ის ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკაზე, კატარის ემირთან ისაუბრა. გამოითქვა მზადყოფნა ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გასაძლიერებლად.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ეკონომიკურ და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებაზე, კატარის პრემიერ-მინისტრთან ისაუბრა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.