ნიკანორ მელია პარტიას შექმნის, თუ არ შექმნის ქართული პოლიტიკის ლანდშაფტზე რაიმე ხელშესახებ, ასე ვთქვათ, ქარბორბალას ვერ გააკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა შეიქმნება თუ არა კიდევ ერთი ახალი პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
„ნიკანორ მელიას პოლიტიკაში, როგორც ასეთი, საერთოდ არაფერი ხელშესახებ არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რითაც ხალხს დაამახსოვრა თავი, რომ არცერთი სიტყვისა და განცხადების ერთგული არ იყო. შესაბამისად, დღეს კიდევ უფრო მეტად განულებულია ეს ადამიანი. ცირკის მასხარამ, ხაბეიშვილმა, „ქურქუმალ ვაითმა“ გააგდო პარტიიდან. შესაბამისად, აქ რაიმე მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ნიკანორ მელია პარტიას შექმნის, თუ არ შექმნის ქართული პოლიტიკის ლანდშაფტზე რაიმე ხელშესახებ, ასე ვთქვათ, ქარბორბალას ვერ დააყენებს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.