საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის შესაძლო შექმნას გამოეხმაურა.
„ბატონი მელია აპირებს თუ არა პოლიტიკური პარტიის შექმნას, გამოყოფას, ვინ აპირებს მის გვერდში დგომას და ა.შ., ამის თაობაზე მე ვერაფერს გეტყვით, ვიდრე თვითონ არ იტყვის, ინფორმაციას არ ვფლობ. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია აღარ არის ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის სახით, ეს ახლა არ დაწყებულა, რამდენიმე თვის წინ დაიწყო, შეიძლება უფრო ადრეც. ის ფორმალურად დღემდე შეიძლება ინარჩუნებდეს ცალკეულ წევრებს, მაგრამ ამ წევრთა შორის კონფლიქტის ხარისხი იმდენად მაღალია, გაღრმავებულია უფსკრულია მათ შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარი ერთიანობა ამ პოლიტიკურ გუნდში არ არსებობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.