რატი ბრეგაძე: რაც ხდება სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ

რატი ბრეგაძე: რაც ხდება სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ

რაც ხდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მეტნაკლებად დაიძაბება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ დემოკრატიაში, მაშინ ავტომატურად ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის პოლიტიზება და ამით დაშლის პირას მყოფი ნაცმოძრაობა ცდილობს, რაიმე ფორმით მიიპყროს ყურადღება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.