ზაზა შათირიშვილი: ის ფაქტი, რომ საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ჯიუტად არ პასუხობს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, წარმოადგენს იმ კოლონიური დამოკიდებულების შედეგს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს ადგილი

ზაზა შათირიშვილი: ის ფაქტი, რომ საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ჯიუტად არ პასუხობს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, წარმოადგენს იმ კოლონიური დამოკიდებულების შედეგს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს ადგილი

დღეს უკვე აღარავისთვის არის დამალული, რომ უკვე წლებია ამერიკის საელჩო დგას იმ დესტრუქციული და მავნებლური კამპანიის უკან, რომლის მიზანი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა, რათა ხელისუფლებაში კვლავ ყველაფრის მკადრებელი, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შემსრულებელი, მართლაც უსამშობლო ხალხით დაკომპლექტებული ნაც.მოძრაობა დაბრუნდეს - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ჯიუტად არ პასუხობს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, წარმოადგენს იმ კოლონიური დამოკიდებულების შედეგს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს ადგილი.

„მინდა გამოვეხმაურო მოძრაობა“ხალხის ძალის” წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ბევრ მოვლენას თავისი სახელი დაარქვა. ის ფაქტი, რომ საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ჯიუტად არ პასუხობს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, წარმოადგენს იმ კოლონიური დამოკიდებულების შედეგს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს ადგილი. როგორც ჩანს ელჩი არ თვლის თავს ვალდებულად ქართულ საზოგადოებას გაუქარწყლოს ის ეჭვები, რაც ელჩის და ზოგადად საელჩოს ბოლო დროინდელი განცხადებების თუ ქმედებების მიმართ გაჩნდა. სწორედ ამ დამოკიდებულებას უნდა მივაწეროთ ქალბატონი დეგნანის 8 აგვისტოს ტელეკომპანია ფორმულასთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუ. როგორც ჩანს ქალბატონი ელჩისთვის სულერთია, რომ დავით კეზერაშვილი აგვისტოს ომის ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირია, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცები. სწორედ ამ ნაძარცვი ფულით აფინანსებს ის ტელეკომპანია ფორმულას. თუმცა ამ ყველაფერს, რაც მთავარია ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ქალბატონი ელჩისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია “ ფორმულა” საელჩოს მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდეს. რაც შეეხება მითითებებს: დღეს უკვე აღარავისთვის არის დამალული, რომ უკვე წლებია ამერიკის საელჩო დგას იმ დესტრუქციული და მავნებლური კამპანიის უკან, რომლის მიზანი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა, რათა ხელისუფლებაში კვლავ ყველაფრის მკადრებელი, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შემსრულებელი, მართლაც უსამშობლო ხალხით დაკომპლექტებული ნაც.მოძრაობა დაბრუნდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2020 წლის დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების ბოიკოტი, ქუჩის აქციები, ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული ვითომ მედიაცია და შარლ მიშელის შეთანხმება, რასაც უნდა დაესუსტებინა ქართული ოცნება და უზრუნველეყო მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება. თუმცა ქართველი ხალხის მხარდაჭერით ქართულმა ოცნებამ ეს ხელოვნური კრიზისები წარმატებით დაძლია.

ბოლო აკორდი კი კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით “შეშფოთებული” ენჯეო სექტორის და ნაც.მოძრაობის ორგანიზებული აქციები იყო, რომლის უკანაც, რა თქმა უნდა ელჩი დეგნანი და ამერიკის საელჩო იდგა. სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ასეთი მასშტაბის დესტრუქციული კამპანია და ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული შანტაჟი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს, ამიტომაც ებრძვიან ასე დაუნდობლად“  - წერს ზაზა შათირიშვილი.

trampi ჯიგარი ხარ ჯიგარი
როგორ ზუსტად ამბობ სათქმელს
დიახაც ......თავსაც არ გვიყადრებს...
ეგღა აკლია მაპუტუს დონის ქვეყანას თავი გაუყადროს
1 წლის უკან
trampi ვარიანტი არააა..... არ მისცემენ ეგენი ზადნის
ზადნი რომ მისცეს და მაგან ეხლა ბოდიში მოიხადოს, მასე ეგ ბოდიში ყველა მათი ჩათლახობების აღიარება გამოვა
ზნაციტ არც აღიარებს ....
პირიქით ეგენი ხელისუფლების მიმართ უფრო გაძლიერებულ შეტევა--ტარანაზე წავლენ
მაგრამ........................... ფეხი არ მოაჭამონ საქართველოს .....
1 წლის უკან
trampi მეშვიდეები იქნებიან ეგენი,...... მეშვიდეები....
თუ არად ნახავთ......
1 წლის უკან
trampi ისე ეგენი არ მოისვენებენ------ გამწარებულები საქართველოზე აუცილებლად აბაროდის აღებას შეეცდებიან, აუცილებლად ...............
ხუმრობა ხომ არააა ------------------ ვიღაც გრუზინებმა იმიჯზე დაუჯვეს.........დაჟე დამხმარე ძალად ჩვენს წინააღმდეგ საქმეში სახ.დეპარტამენტი ჩართეს.....
მით უმეტეს გაიძახიან ----30 წელი დღეც და ღამეც სუ თქვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ვფიქრობდით, თან პლიუს---ამდენი ფულები დაგახარჯეთო....
მოკლედ ეგენი ეხლა გააფრთებულები ძალიან დიდ ბრძოლას გაგვიმართავენ და თუ ეს უპირატესობა ჩვენებმა ქარს გაატანეს, უფრო ძაან გვიტირებენ დედას ....
იტყვიან....... ამათი წელში გამართვა ძაან საშიში რამე ყოფილა, ესე ესენი ჩვენ ,,დემოკრატიას,, სუ გაგვითახსირებენო და მაქსიმალურად ეცდებიან ჩვენს უფრო ,,მაღალ დონეზე დარეფორმირებას,, ...............................და წელში ბოლომდე გადატეხვას,
1 წლის უკან