საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, „ტვ პირველის“ კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, - წერია Facebook-პოსტში, რომელიც პრემიერის გვერდზე გავრცელდა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.
- მივმართავ პრემიერ ღარიბაშვილს! ბატონო პრემიერო ამ ე.წ. ელჩის "რიჟა ბაზარიდან" გამოვიტანე ერთი დასკვნა - თურმე სათანადოდ ვერ გაფასებდით, იმაზე მაგარი კაცი ყოფილხარ ვიდრე მეგონა! არ შედრკე, იყავი ქართველი ერის მოამაგე, ეკლესიის მოსარჩლე და ღვთის მრწმნი, ჭირისუფალი და ერიდა ბერი სულ შენს გვერდზე იდგება!. კიდევ უფრო გაძლიერდი, კლდედ იქეც ისე მედგრად დაუდექი დასავლეთელ პირსისხლიან ექიდნა სვავებს! შეიძლება თავის განწირვაც მოგიხდეს, მაგათგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ იცოდე დაგიფასდება, მადლიერი ქართელი ერი ოქროს ასოებით ჩაწერს ისტორიაში თქვენს სახელს! დაგლოცოს ღმერთმა!
უკვე, ძალიან მალე მგვივლინა ღმერთმა განსაცდელი. თქვენი განსაცდელი ბატონო ირაკლი ჩვენსას, რიგითი მოქალაქეებისას მილიონჯერ აღემატება! არ შედრკეთ, გამაგრდით! სულ სიმართლით გევლოთ