ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მიუხედავად მომხდარი ტრაგედიისა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ალბათ უნდა დავიწრიტოთ ემოციებისგან და დაველოდოთ გამოძიებისა და ექსპერტიზის შედეგებს.
ჩვენი მანკიერი პოლიტ-რეალობიდან გამომდინარე, ალბათ გამოჩნდებიან ისინიც, ვინც მოისურვებს მომხდარ ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერას და ახალი არეულობის პროვოცირებას“.