პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ეჭვი ეპარება, რომ უახლოეს დღეებში „ოცნების" ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები მოხდეს და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადააყენონ. მისი თქმით, ეს უფრო ოპოზიციის სურვილს ჰგავს, რაც საკმარისი არ არის პრემიერის გადასყენებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები იგეგმება. პირველ რიგში თანამდებობას დაატოვებინებენ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ნაკლებად ხისტი პრემიერით ჩაანცვლებს. სავარაუდოდ მთავრობის მეთაურის პოსტს პარლამენტის მოქმედი თამჯდომარე კახა კუჭავა დაიკავებს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების სიმპათიით სარგებლობს.
ვახტანგ ძაბირაძე: „ქართული ოცნების" ხელში გამორიცხული არაფერია. თითქოს ღარიბაშვილის გადაყენების მიზეზი სტრატეგიული პარტნიორების მისდამი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე და რასაც მე ვხედავ, ღარიბაშვილი ნამდვილად არ არის მიუღებელი დასავლეთისთვის.
როდესაც თბილისში ეს მოვლენები განვითარდა, აქ ვიზიტად იმყოფებოდა ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი და საქართველოსთვის ევროპის დახმარების გეგმა ჩამოიტანა, 4 მილიონის დახმარებაზეა საუბარი. მაღალი რანგის სტუმარმა სწორედ ღარიბაშვილთან ერთად ჩაატარა პრესკონფერენცია და მკვეთრი კრიტიკა არ გამოუთქვამს. არც ევროპელი პარტიორების მხრიდან ყოფილა მკვეთრი განცხადებები. თითქოს მიიჩქმალა ეს თემა. არადა კარგად გვახსოვს, მელიას დაჭერის გამო რა განცხადებები კეთდებოდა ევროპასა თუ აშშ-ში. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თვითონ ოპოზიციისგან არ ყოფილა მძაფრი რეაქცია, როგორსაც მე ველოდი, არა პრაიდათან მიმართებაში, არამედ ჟურნალისტეის დარბევის გამო.
ღარიბაშვილის გადაყენება უფრო ოპოზიციის სურვილია, ვიდრე დასავლეთის ზეწოლა. ოპოზიციის სურვილი კი არ კმარა, მას დამატებით არგუმენტები სჭირდება. სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებმაც ითიქოსდა უნდა შეცვალოს ღარიბაშვილი, თუ არ ვცდები, კახა კუჭავაც გაჟერდა. ის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ამას - თუ ბახტაძე იყო, მაშინ ნებისმიერი რატომ ვერ გახდება პრემიერი," - განაცხადა „მთელ კვირასთან" ვახტანგ ძაბიარძემ.