კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ ამ ეპატზე სამთავრობო ცვლილებები არ განხორციელდება.
მისი თქმით, ახლა მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენება ქვეყნისთვის დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება.
“სამთავრობო ცვლილებების საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, სამთავრობო ცვლილებები არ განხორციელდება. განხორციელების შემთხვევაში, ქვეყნისთვის სამთავრობო ცვლილებებმა რა შედეგი უნდა მოიტანოს?! მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომა არაეფექტური იქნება. მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ, ვგულისხმობ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, არაფერს ცვლიან ხოლმე“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამთავრობო ცვლილებები უახლოეს პერიოდში განხორციელდება. არსებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გადადგება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც.