"ამყრელიძეც და იმნაძეც პროფესიონალები არიან და როცა ისინი ამბობენ, საპანიკო არაფერი გაქვთო, იქნებ ამ ციფრებს თუ ვერ არჩევთ ერთმანეთისგან, იმათ მაინც დაუგდოთ ყური!"

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

სტატისტიკა ასეთია:

"ახალი ტიპის კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 7 834 ადამიანი, მათ შორის 7 736 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებულია ჩინეთში, 98 კი მსოფლიოს 18 ქვეყანაში. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რვა შემთხვევა დასტურდება. მძიმე მდგომარეობაშია 1370 პაციენტი."

ქალაქ ვუხანში, სადაც ახლა კარანტინია, ცხოვრობს 11 მილიონი ადამიანი (პროვინცია კია, მაგრამ ჩინური გაგებით); მეორე, ასევე დაკარანტინებულ ქალაქ ჰუანგანგში - 7 მილიონი. - ერთად აღებული 18 მილიონი ადამიანია.

ამ 18 მილიონიდან დღეს დაინფიცირებულია 7 834, გარდაცვლილი 170. პროცენტებში გადაიყვანეთ და მითხარით, რა გაპანიკებთ აქ, საქართველოში, სადაც სულ 4 მილიონი ვართ, არც ერთი ინფიცირებული არ მოგვეპვება და დასახლების სიმჭიდროვით ახლოსაც ვერ მივალთ ჩინურ ქალაქებთან?

მარტო ბოლო სამ დღეში 10 ადამიანი მოგიკვდათ ავტოავარიაში და იქიდან 5 ბავშვია! გაზით რამდენი გაიგუდა ბოლო ერთ თვეში, არ დამითვლია, თუმცა, სადღაც 10-ზე მეტი უნდა იყოს. დღესაც ორი დაღუპულა რუსთავში! - ეს უკვე რეალობაა, ნამდვილი ამბავი და ამას ვერ ამჩნევს ჩვენი ისტერიაშეყრილი მედია და სამაგიეროდ ორი პატარა ჩინელი გოგონა ლამის კეთროვანებად გამოაცხადეს 37 სიცხის გამო! - თუ ხვდებით, რომ საერთოდა აცდით რეალობას?! - თქვენს სატკივარს მიხედეთ, თქვენსას! - თორემ ჩინეთი რომ ძალიან მაგრად აკონტროლებს მაგ დაავადებას, აგერ ციფრებიდანაც ჩანს - 18 მილიონზე მხოლოდ 7 834 ინფიცირებული და მხოლოდ 170 გარდაცვლილია და მაგის გამოც კი, კარანტინი გამოაცხადა ქვეყანამ და განსაკუთრებული ზომები მიიღო.

და კიდევ! - გამყრელიძეც და იმნაძეც პროფესიონალები არიან და როცა ისინი ამბობენ, საპანიკო არაფერი გაქვთო, იქნებ ამ ციფრებს თუ ვერ არჩევთ ერთმანეთისგან, იმათ მაინც დაუგდოთ ყური!

პ.ს. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის სულ 8 შემთხვევა რომაა დაფიქსირებული, მაგას განსაკუთრებლად მინდა ყურადღება მიაქციოთ ჰედლაინებისას!