სოსო გოგაშვილი: ჩვენ ამაში ვერ ვაჯობეთ ნაც.მოძრაობას

სოსო გოგაშვილი: ჩვენ ამაში ვერ ვაჯობეთ ნაც.მოძრაობას

თუ ადამიანი ტერაქტს გეგმავს, რატომ აძლევს უშიშროება იმის საშუალებას, რომ ის თავისუფლად გადაადგილდებოდეს, ამ განცხადების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილი რატომ გადაადგილდება თავისუფლად? “- ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს, გადაცემა “რეაქცია”-ში ჩართვისას, რაზეც მან უპასუხა:

“ვიღებ კრიტიკულ კითხვას და გეთანხმებით, რომ ჩვენ ამაში ვერ ვაჯობეთ ნაც.მოძრაობას იმიტომ, რომ ისინი ამას დაამთავრებდნენ 25 დეკემბერს, მაჩალიკაშვილის შემდეგ იქვე მოკლავდა ვახასაც, მედიკოსაც, ბებიებსაც, დებსაც. შეიძლება ცეცხლი წაეკიდებინათ სახლისთვის და ამოეწვათ ყველა, იგივე გააკეთეს მარგოშვილებზე, ორივე ჩაწვეს შიგნით და იგივე გააკეთეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას, იმ 17 კაციდან, 7 რომ მოუკლეს და თავიანთი წესით რომ არ დააკრძალინეს”– განაცხადა სოსო გოგაშვილმა. მისივე თქმით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი და ქართული ოცნების ცალკეული ლიდერების დემონიზაცია ნაც.მოძრაობის მიერ, რადგან ის, მათი დაუძინებელი მტერია იმის გამო, რაც ქვეყანას დამართეს.

ჭორლეონე გოგაშვილი გააცუე რა. ზღაპრები შვილებს მოუყევი
5 წლის უკან
არაგველი641 გოგაშვილი სრულ სიმართლეს ლაპარაკობს. მასზე უკეთესად არავინ არ იცის ნაცბოზბანდის მოღალატეობრივი საქმიანობა ქვეყნის წინააღმდეგ.
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მიდი სოსო, ბოლომდე თქვი შენი სათქმელი სიმართლე! ყველა მხარს დაგიჭერთ!
5 წლის უკან