"თუ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა გვერდზე გადავდეთ და ტოლსტოი და კალაშნიკოვი შემოვუშვით ქვეყანაში, აბა ეგენი რაღაში გვეხმარებიან?"

ფეისბუქმომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:

ტონი დაარეგულიროს ყველამ, მათ შორის პირველ რიგში სტრატეგიული პარტნიორის ცალკეულმა და თუნდაც უინტერესო ნაწილაკებმა. არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის და მტკიცე მოკავშირეობის ლამის 30 წლიანი ისტორია, რომელიც მოიცავს ოფიციალური ურთიერთობების საოცრად ჰარმონიულ ფორმატებს და არასოდეს არ ყოფილა ამ ურთიერთობებში შეკვეთილი წერილების კამპანიური კასკადი. საქართველოსავით ერთგული ძმაკაცი ბევრი არ ჰყავს აშშ-ს დუნიაზე და არც ასეთი თავგადაკლული მოკავშირე ჰყავს ბევრი. სხვათაშორის ეს ის მოკავშირე და ძმაკაცია, რომელიც ნომერ პირველ სახელმწიფოსთან ძმაკაცობამ ვერც ოკუპაციისგან იხსნა, ვერც სისხლის მდინარეებისგან დააზღვია და ვერც განსაკუთრებულ ინვესტიციებსა თუ მარშალის გეგმებს გამოკრა ხელი, მაგრამ მაინც მთელი ენთუზიაზმით ძმაკაცობს და საერთაშორისო მისიებში სისხლი სისხლის წილ მიაქვს მსოფლიო მშვიდობის ფონდში.

ასევე ტონი დაარეგულიროს ევროპარლამენტის არასერიოზულთა ფრაქციამ. თავიანთ მტკნარ ლექსიკონს გადახედონ, თავიანთ იმპოტენციას გაუსწორონ თვალი და ლომის ხახაში უნუგეშოდ ჩატოვებულ საქართველოს ჭკუას ნუ ასწავლიან - ჩვენ მხოლოდ დახმარება გვჭირდება. ხოლო ჭკუას რაც შეეხება, ნაღდად მოგვეკითხება, მითუმეტეს ლომის ხახასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, იქნებ როგორმე აზრზე მოვიდეს საქართველოს პრეზიდენტიც. მე მესმის რომ ამ ქალბატონმა საარჩევნო კამპანიის დროს უბინძურესი დარტყმები მიიღო და იმ შეურაცხყოფების გადატანა ადვილი არ არის. კვალი დაემჩნა აშკარად, მაგრამ ეს კვალი თუ წარუშლელია და თუ საქართველის უხერხულობად უნდა იქცეს უეჭველად, მაშინ იქნებ მხოლოდ კეთილი ნების ელჩობა იკმაროს და ამხელა ფორუმებს მოეშვას, არ შეიძლება დალაპარაკება? - კონგრესი, სენატი, ევროპარლამენტი და ეუთო ჩვენ იმისთვის გვინდოდა რომ როგორმე ერთი ერთზე არ დავრჩენილიყავით რუსეთთან, თორემ მათი ასამბლეების ხათრით თუ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა გვერდზე გადავდეთ და ტოლსტოი და კალაშნიკოვი შემოვუშვით ქვეყანაში, აბა ეგენი რაღაში გვეხმარებიან? - ამ თემაზე წერონ წერილები თუ მაგრები არიან, ამ ამბებში მოგვეხმარონ და ამ ჩვენს პრეზიდენტთან ერთად მოითხოვონ რომ მათი ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ასამბლეაზე დასასწრებად დელეგაციის შემადგენლობა დაკომპლექტდეს მასპინძელი ქვეყნის ოკუპაციის კანონის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში დელეგატი იყურყუტებს აეროპორტის სადეპორტო დარბაზში და ვიდრე ასამბლეა არ მორჩება და მისი კოლეგები არ მიაკითხავენ, იჯდება იქ წვერგაუპარსავი და დასაბანი!

და ბოლოს, მიმომხილველთა და არასამთავრობოთა იმ ნაწილმა, ვინც ამ წერილებს და ოკეანის გაღმა-გამოღმა პარლამენტებში წაკითხულ სამარცხვინო ქარტიებს წუხილით ხვდება და განიცდის რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა ამ რეალობის წინაშე დააყენა, კარგი იქნებოდა იცოდეს, თუ როგორ უხეიროდ გამოიყურება ფეისბუქშიც და ტელევიზორშიც. არანაირი ხეირი, არანაირი კლასი, არანაირი სუვერენული პრესტიჟის განცდა, მხოლოდ ყიჟინა და მართული კამპანიის მართვადი წევრობა...

ჭორლეონე ფრანგი პენსიონერი ბოზანდარა კანონზე მაღლა დგას ლავროვს რომ უშვებს ქვეყანაში? მე არაფერს ვწყვეტო და რაღა ამ საკითხს მიახტა? იქნებ თითონ ლავროვს მიახტეს.
5 წლის უკან