"გაუგებარია რა სახის ბრალს მიყენებს" - მამა ანდრია პეტრე ცაავას ბრალდებებს პასუხობს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ბრალდებებს ეხმაურება. მამა ანდრია მეუფე პეტრეს განცხადებებს იმ სერიის გაგრძელებად აფასებს, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული. .

"მე ამას ვიღებ, როგორც ერთ-ერთი სერია იმ ბრალდებების სერიიდან, რაც საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული. მსგავსია ყველაფრით - ბრალდების ფორმით და დაუსაბუთებელი ნაწილით ამ ყველაფრის. გაუგებარია რა სახის ბრალს მიყენებს - ეს არის მორალური, ზნეობრივი სახის თუ რას გულისხმობს, თუმცა რადგანაც თქვა მან, რომ უნდა სინოდმა განიხილოს ეს საკითხი, განიხილოს ეს საკითხი. რაც შეეხება ჩემს ღირსებას და უღირსობას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალ, სულიერ შეფასებას მეუფე პეტრე მხოლოდ თავის თავს აძლევს. მე ჩემს თავს ასეთ მაღალ შეფასებას არ ვაძლევ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მას შეუძლია პატრიარქთან დაკავშირებით მისი გამოთქმული ბრალდებები ფაქტებით დაადასტუროს.