„აშშ-ს ძალიან გავლენიან წრეებს აქვთ მოტივები და განზრახვები საქართველოში, მათთვის სასურველი რეალობის მისაღებად“

„აშშ-ს ძალიან გავლენიან წრეებს აქვთ მოტივები და განზრახვები საქართველოში, მათთვის სასურველი რეალობის მისაღებად“

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალუ ქსელში ეხმაურება, საქართველოში დასავლეთის გარკვეული წრეებიდან წამოსულ კრიტიკულ წერილებს.

„ამ წერილების სერიას აქვს განგრძობითი და აღმავალი ხასიათი. შემდეგი, სავარაუდოდ, სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის წერილი გახდება, რასაც ტრამპის „ტვიტი“ შეიძლება მოჰყვეს. აქ „ფრონტერას“ და „მშვიდონიანი დემონსტრანტების დარბევის“ და სხვა ბრალდებების უსამართლობის შესახებ მსჯელობას აზრი არ აქვს.

გასაგები უნდა იყოს, რომ აშშ-ს ძალიან გავლენიან წრეებს აქვთ მოტივები და და განზრახვები საქართველოში, მათთვის სასურველი რეალობის მისაღებად. გასაგებია, რომ ხელისუფლებას არ ესმის ეს მოტივები და განზრახვები და ვერ გაუგია რა გააკეთოს. ისიც გასაგებია, რომ სახეზეა საგარეო მიმართულებაში სერიოზული ჩავარდნა, სინამდვილის არაადეკვატური აღქმა, რასაც ფატალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

იმას, რომ მოტივები სხვაა და წერილებში მოყვანილი არგუმენტები - სხვა, ისიც ადასტურებს თანაც, მეტად გროტესკული ფორმით, რომ წერილების ავტორი კონგრესმენების უმეტესობა აზერნაიჯანის მხარდამჭერ ჯგუფში შედის, სადაც როგორც ვიცით, აყვავებულია დასავლური ტიპის დემოკრატია და დაცულია ადამიანის უფლებები, რაც სრულად შეესაბამება აღნიშნულ კონგრესმენთა წარმოდგენებს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების შესახებ.

ამავე დროს, ეს მოტივები და განზრახვები არ არის და ვერ იქნება გეოპოლიტიკური კონტექსტიდან ამოვარდნილი, რომელიც პირდაპირ კავშირშია აშშ-ს შიდა პოლიტიკურ ბრძოლასთან.

არც ქართული პოლიტიკუმის არნახული ერთიანობაა შემთხვევითი. გასაგებია, რომ ისინი ერთმანეთის სიყვარულმა არ გააერთიანა, ზოგს უბრძანეს, ზოგიც დააინტერესეს.

არაა, ძნელი მისახვედრი, რა მოჰყვება ქვეყნის სათავეში იმ ძალების მოსვლას, ვისაც ორგანულად ვერ იტანს მოსახლეობის უმრავლესობა. ამიტომ, დროული მოქმედებია საჭირო, რომელთა სპეციფიკის შესახებ აქ ვერ ვისაუბრებ.

ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა არა მარტო იმაზე, რაც გააკეთა, არამედ იმაზეც, რაც არ გაკეთდა, თუმცა უმოქმედობის შედეგებზე გაფრთხილებული იყო“, - წერს მანჯავიძე.

Aburjga Tasmanieli რაო სოსო რა მინდაო ძია სემმა?!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli "არაა, ძნელი მისახვედრი, რა მოჰყვება ქვეყნის სათავეში იმ ძალების მოსვლას, ვისაც ორგანულად ვერ იტანს მოსახლეობის უმრავლესობა. ამიტომ, დროული მოქმედებია საჭირო, რომელთა სპეციფიკის შესახებ აქ ვერ ვისაუბრებ."
აგერ აქ ჩვენ პატარა-ცოტა ნართაულად მაინც გვითხარი!
5 წლის უკან
ჭორლეონე ხალხი გადაწყვიტავს ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში. დროულად მოქმედებაში რას გულისხმობ იქნებ გაგვ8მხილო
5 წლის უკან