გიგა ბოკერია:  ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს

გიგა ბოკერია:  ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, გონს დროზე მოეგოს.

გიგა ბოკერია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშისა და კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი წერილს გამოეხმაურა.

„ეს არის სენატის საგარეო კომიტეტის ორპარტიული ხელმძღვანელების პოზიცია. ესენი არიან ხალხი, რომლებიც საქართველოს მხარდამჭერები იყვნენ, წლებია. შინაარსს ვეღარ გავიმეორებ. ეს არის ორი საკვანძო ფიგურა და არა უბრალო სენატორი, არც ერთი სენატორის რეაქცია არ არის უმნიშვნელო, უბრალოდ, განსხვავება არსებობს. დროზე მოეგონ გონს, პერსონალურად მათ გამო, პირველ რიგში ივანიშვილის. ამ შემთხვევაში, ქვეყანას ნაკლები ზიანი მიადგება და ამიტომ ვახსენებ ივანიშვილს და მის პერსონალურ ბედს და არა იმიტომ, რომ ვზრუნავ მის პერსონალურ ბედზე, თუ არადა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეს პროცესი გაღრმავდება. მათთვის დასრულდება პოლიტიკურად დრამატულად, მაგრამ ქვეყანა ზიანს მიიღებს, სანამ მშვიდობიანი არჩევნების გზით არ შევცვლით ამ სამარცხვინო ხელისუფლებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Aburjga Tasmanieli ვევედრები ხალისუფლებას, მმოიკრიფეთ ძალა, ნებისყოფა, ენერგია, გაიხსენეთ თუ რა გმირი წინაპრები გვყვანდნენ, მაგალითად გიორგი VII და ძალიან ბევრი სხვა, ... არ დაუთმოთ ამათ, ამ ლგბტ საზოგადოებას და ამათ ოკიანეს გაღმაგამოღმა პატრონებს ერთი მისხალიც კი! მიაწექით ბოლომდე ეროვნულს, ქართულს, მშობლიურს ანუ სამართლიანს და სუვერენულს! ხალხი თქვენთან ვართ, თუ ასე იზამთ თქვენთან ვიქნებით! მიდით არ შედრკეთ!
5 წლის უკან