რაც მე კადრებში ვნახე ამაზრზენია, ამას არ აქვს არანაირი გამართლება, იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე კომენტირებისას აღნიშნა.
„რაც მე ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი. ამას არ აქვს არანაირი გამართლება. იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები, ყოველდღიურად თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც ამ პოლიციელის მიმართ გააკეთა შსს-მ, ზუსტად ეს ხდეოდა 91 წელს, დილარ ხაბულიანის მინისტრობის დროს!..
ზუსტად იგივეს ჩიოდნენ მაშინდელი პოლიციელები ტელეკამერის წინ - ჩვენ დავიჭერთ სამართალდამრღვევებს, ყაჩაღებს, დავადებთ ბორკილს, მივიყვანთ განყოფილებაში... მეორე დღეს ქუჩაში გვხვდებიან ის კრიმინალები და გვაგინებენ, - თქვენი ძაღლი დედა!.. რომ დაგვიჭირეთ, რა ყ.. მოგვჭამეთო?!
ამას მოჰყვა პოლიციის სრული დემორალიზება და აპათია...
პოლიციას უკვე აღარ ეხალისებოდა არც ზვიადის ხელისუფლების, არც სახელმწიფოს დაცვა!
ოპოზიციამ ისე დაიკავა ტელევიზია, წინააღმდეგობას არ შეხვედრია!
ოპოზიციამ ისე გაათრია ავტობუსები პარლამენტისწინა ტერიტორიიდან და ისე მოასუფთავა იქაურობა, ისე მოამზადა პლატცდარმი პარლამენტზე შეტევისათვის, პოლიციას ხელი არ შეუშლია მათთვის!
კარგად გაითვალისწინეთ ეს!
P.S. და ახლა, ამ სკანდალის შემდეგ, იზორიას რომ გერმანიაში უპირებენ, თურმე, ელჩად გაშვებას, არც ეს ამბავი აისახება პოლიციის მოტივაციაზე დადებითად, ეჭვი არავის შეეპაროს!..