ამ დილით მიწისძვრა მოხდა საბერძნეთში, კუნძულ კარპატოსთან. ათენის უნივერსიტეტის გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,4 მაგნიტუდა შეადგინა და საბერძნეთის დროით, 5:38 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა იგრძნობოდა თურქეთის დასავლეთითაც.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.