დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი - თავდასხმის საქმე გახსნილია

დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი - თავდასხმის საქმე გახსნილია

„ყოველთვის მჯეროდა, რომ შსს ამ საქმეს გახსნიდა“ - ამბობს „პრაიმტაიმთან” საუბრისას დოდო გუგეშაშვილი, რომლის ოჯახზე თავდასხმა დღეს შსს-მ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.

„სამართალდამცველებმა კოლოსალური სამუშაო ჩაატარეს. მთელი ამ დროის განმავლობაში მე მქონდა მუდმივი კომუნიკაცია და ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ საქმეს გახსნიდნენ. ნამდვილად კმაყოფილი ვარ გამოძიებით“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ დოდო გუგეშაშვილი.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.