იურისტი ინგა ბერიკაშვილი ლევან იზორიას ძმის ინციდენთს სოციალურ ქსელში ეხმაურება, და თან იზორიას დედის პოსტს ართავს
“გვარამია რასაც ემსახურება ყველამ ვიცით მაგრამ ფსიქიური პრობლემების ადამიანს ასე, რომ გააშუქებ უბრალოდ ადამიანი კი არა ამორძალი ხარ!
ეთიკის კომისიამ უნდა განიხილოს ეს სიუჟეტი!
პატრულმა რა იცის ამ დროს ის რომ ავადაა სანამ არ ეტყვიან.
ყველამ იცის რომ იზორია საერთოდ არ ლობირებს თავის ძმას მაგრამ ბევრჯერ უმკურნალა, ბევრს გყავთ ასეთი ძმები და რა უნდა დახოცოთ? სიცოცხლის უფლება არა აქვთ?
სანამ რამე კომენტარს დაწერთ და სიბრძნეს გადმოაფრქვევთ ჯერ გაიგეთ სიმართლე!
ეს ბიჭი ავადმყოფია ისევე როგორც მოსახლეობის 60% მეტი თუ არა, წალეკა ნატკოტიკმა და ალკოჰოლმა ქვეყანა ახალია რამე?
გაბოროტებული ხალხი ისეთ კომენტარებს წერს გავგიჟდი მეორე დღეა, ეკლესიაში მოდის გამო დადიხართ? არაფრის არ გწამთ? “ _ აღნიშნავს ბერიაშვილი ფეისბუქში