ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი

ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი

ივანიშვილის მიერ "პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყანის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები , - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტს.

“ივანიშვილის მიერ "პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყანის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები.

ოლიგარქი კრიმინალთან ახლო თანამშრომლობით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. პოლიციას, რომელიც წლების განმავლობაში პირადი რისკის ფასად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ქართულ სახელმწიფოებრიობას იცავდა, ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს დაუქვემდებარა, ღირსება შეულახა. დღეს პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა, დამცირება, დაკნინება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა უკვე, ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი .

პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის პირდაპირი გზაა, რასაც ქართული საზოგადოება, ჩვენ ყველანი ერთად, არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ძალიან მალე, უფრო ადრე, ვიდრე მას ჰგონია, ოლიგარქი წარსდგება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ სამსჯავროზე და ახალი, ეროვნული, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება პოლიციას კვლავ შეუქმნის საქმიანობის და ცხოვრების ღირსეულ პირობებს.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ თქვენით.

საქართველოში უნდა გათენდეს!“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეა.

amo პარლამენტის შტურმით აღება რომ გინდოდათ და პოლიციას თავყბას უნგრევდით, მაშინაც ივანიშვილმა აგინთოთ ამაზე მწვანე?
5 წლის უკან
Maverick რადგან მიხუილო უკრაინსკი აბულინგებს სალომეს და ბიძინას ე.ი. შესაწყალებელი იყო, ასე რომ ჭუ-ჭუ მიშკუტას შენიშვნები გაატარეთ, ან ჩარეცხეთ...
5 წლის უკან
სოციალისტი მე არჩევამდე ქალბატონი სალომეს დიდი მხარდამჭერი ვიყავი, მერე და მერე ენთუზიაზმი გამინელდა... ახლა უკვე ვხედავ, რომ ასეთი ორესინგის პირობებში რასაც მასზე გარემო, ე.წ. ოპოზიცია ახორციელებს მუშაობას ვერ შეძლებს. აშკარად თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას, არც გონებრივი შესაძლებლობები უვარგა და არც პოლიტიკოსის ხასიათი აქვს. ხოლო ამ სამარცხვინო შეწყალების შემდეგ ან უნდა გადადგეს ან იმპიჩმენტი უნდა დაიწყოს. მკვლელის, ისიც პოლიციელის მკვლელის შეწყალება რა აუცილებლობა იყო?! გიჟია რა!
5 წლის უკან