გორში ტანკები იყო შემოსული, როცა რუსეთიდან დეპეშა მივიღე ორდენით ჯილდოვდებითო

გორში ტანკები იყო შემოსული, როცა რუსეთიდან დეპეშა მივიღე ორდენით ჯილდოვდებითო

2008 წლის მერე რუსეთის არცერთ ქალაქში არ ვყოფილვარ!, - ამის შესახებ განცხადებას მომღარალი ბუბა კიკაბიძე აკეთებს.

მომღერალი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მას რუსეთის მთავრობა მეგობრობის ნიშნად აჯილდოვებდა, მან კი უარი განაცხადა.

„2008 წლის მერე რუსეთის არცერთ ქალაქში არ ვყოფილვარ! არც ვაპირებ, წასვლას, რატომ უნდა წავიდე? - როგორ შეიძლება მასთან წახვიდე და უმღერო, ვინც შენ გირტყამს?! თავმოყვარეობა თუ გაქვს არ წახვალ და თუ არა, წადი და უწმინდე ფეხსაცმელი! რუსი მეგობრები ვერც მიბედავენ მიწვევას და აქეთ ჩამოდიან. იციან იქ ჩამსვლელი არ ვარ! 2008 წელს ორდენს მაძლევდა რუსეთის მთავრობა და უარი ვთქვი, რადგან მერე ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის თვალებში როგორ უნდა შემეხედა?! აქ ტანკები უკვე გორში იყო შემოსული და მე დეპეშა მივიღე, ორდენით ჯილდოვდებით მეგობრობის ნიშნადო. აქ მოდიხარ სახლებს გვიწვავ და თან ვიღაც ბუბას ან პეტრეს ორდენს აძლევ, რა წესია, არ მესმის!

ძალიან მიყვარს რუსი ხალხი, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა არ მომწონს და რა ვქნა?! რომ შემეძლოს, ყველაფერს დავანგრევდი, მაგრამ მარტო ვერაფერს გადავწყვეტ! დიდი დრო უნდა საბჭოთა მენტალიტეტის დანგრევას, მაგრამ მოუწევთ შეგუება, ბოლოსდაბოლოს ფაშიზმი დაინგრა", - ამბობს კიკაბიძე „კვირისპალიტრასთან".