ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"ამოხტა გვარამია გალიფედან, გახარიას ნიშნავენ პრემიერ-მინისტრადო, ერი იღუპებაო!… იქით, "ოცნებაში" პორტირებულები, ჩანერგილები და ბოკერიასთან “ოპორტუნიზირებულები” ღელავენ. გატესტვის ყველა ვარიანტი შემოაგდეს. ჯერ ცქიტიშვილიო (ქალია და ეგება წამოეგოს საზოგადოებაო), მერე დანელიაო ( ეტყობა, უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ მეგრელები ვუჭერდით მხარს გახარიას და მეორე მეგრელი გადაწონიდა), სიის პირველი ნომერიო (ვითომ, რაიმე წონა ექნება მიჩმორებულ, ბოკერია-სააკაშვილის მიერ დასჯილ პირველ ნომერს). აქეთ, ხაზარაძე – ჭუტაწერეთელი ბობოქრობს. გახარიას დაწერილი უსტარის ავთენტურობის მსხვერპლნი… მოკლედ, მარიამობას ვულოცავ შსს მინისტრს! ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს!
ეგ ყოფილა კაცი! ღმერთმა გაძლება მისცეს! ჩვენ კი, მოთმინებით დაველოდებით გატესტვის ახალ ვარიანტს!” – წერს ხოფერია.