ხანგოშვილს ივანიშვილის სპეცსამსახურებმა რუსეთის მითითებით დაატოვებინეს საქართველო

ხანგოშვილს ივანიშვილის სპეცსამსახურებმა რუსეთის მითითებით დაატოვებინეს საქართველო

ზემიხლან ხანგოშვილს ივანიშვილის სპეცსამსახურებმა რუსეთის მითითებით დაატოვებინეს საქართველო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და  ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობას ეხმაურება.

"ზელიმხან ხანგოშვილი რომელზეც დიდი ხანია ნადირობდნენ რუსეთის სპეცსამსახურები ბერლინში მოკლეს.

ის იყო ვაჟკაცი კაცი და საქართველოს და ჩეჩნეთის პატრიოტი, რომელიც ჯერ 2015 წელს თბილისში სასწაულად გადარჩა, 4 ტყვიის მოხვედრის შემდეგ და ამის მერე ივანიშვილის სპეცსამსახურებმა რუსეთის მითითებით დაატოვებინეს საქართველო. ბერლინში მისი რუსეთიდან გამოგზავნილი მკვლელი ეგრევე დააკავეს ხოლო მასზე თავდასხმა თბილისში დღემდე გაუხსნელია.

მე სამძიმარს ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს!“; - წერს სააკაშვილი

შეგახსნებთ, პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში ორი დღის წინ მოკლეს. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

სოციალისტი მოკლედ ეს კაცი შემთხვევას არ უშვებს, რომ საიდანღაც რაღაც მაინც გვავნოს!
5 წლის უკან