რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილს განცხადებას ეხმაურება

რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილს განცხადებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების თაობაზე განცხადებას გამოეხმაურა.

„ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის არ აქვს“, – განაცხადა ხაჯიმბამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მან დასძინა, რომ „აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე – რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც რესპუბლიკა მუშაობს“. ყველაფერ დანარჩენს ხაჯიმბამ „უაზრო ლაპარაკი“ უწოდა.

ამ ინფორმაციას „სპუტნიკ- აბხაზია“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართევლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ “დამოუკიდებლობის” აღიარებას გამოეხმაურა.

„მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

thrgg@yahoo.com შეუძვერი მაგრად, შეუძვერი, მეტი მაინც არაფრის ტრაკი არა გაქვთ შენც და რუსეთსაც.
დედა გეტირება მალე, სულ მალე!!!
მოფორთხდები ჩვენთან და მერე ვილაპარაკოთ თქვე მათხოვრებო, თეთრი და შავი რომ ვერ გაგირჩევიათ, სომხურად ხომ ლაპარაკობთ უკვე, ჯერ სადა ხართ, აფხაზის ძებნას რომ დაიწყებთ აფხაზეთში მაშინ გაიხსენებთ ქართველებს...
5 წლის უკან