„დიდი შვიდეული“ ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად 22 მილიონ დოლარს გამოყოფს

„დიდი შვიდეული“ ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად 22 მილიონ დოლარს გამოყოფს

„დიდი შვიდიანის" ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, თანხის გამოყოფა ლოჯისტიკური და ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ მოხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბრაზილიის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ ამაზონის ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი" უწოდა და „დიდი შვიდიანის" ლიდერებს მოახლოებულ სამიტზე საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

სოციალისტი დიდი შვიდეულისგან 22 მილიონი დოლარი??? რა ამბავია, არ გაკოტრდნენ ეს სახელმწიფოები, არ დავიღუპოთ??!! მადრიდის რეალი და ბარსელონა ნეტავ რამდენს გამოყოფენ, ან ბეზოსი და გეიტსი...?! მასხრად გვიგდებენ ეს ქათმები??!! ერთი დიდი ოქტომბრის დიდი რევოლიუციური დიშლო ალალი იქნება ამ ნაბოზარებზე!
5 წლის უკან