ზუსტად 11 წლის წინ - 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
როგორც მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განცხადა, ეს მარტივი არჩევანი არ იყო, თუმცა - „ერთადერთი შესაძლებლობა ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად".
2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, კრემლმა მხოლოდ 4 სახელმწიფოს დაყოლიება შეძლო - ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია.