რისთვის კეთდება კობი - გუდაურის გზა, სამუდამოდ რუსეთის ბაზარს რომ მივებათ ?

რისთვის კეთდება კობი - გუდაურის გზა, სამუდამოდ რუსეთის ბაზარს რომ მივებათ ?

„რისთვის კეთდება ეს გზა, სამუდამოდ რუსეთის ბაზარს რომ მივებათ თუ გუდაურში მოთხილამურეები უფრო კომფორტულად რომ ჩამოვიყვანოთ?“, - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე კობი-გუდაურის გზის მშენებლობას აპროტესტებს.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 415 მილიონი დოლარის ღირებულების საკუთარი პროექტი არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით ბაქო -თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთს. ქვეშეთი-გუდაურის 22 კილომეტრიან გზაზე, საიდანაც ლამის ნახევარი (9 კილომეტრი) გვირაბია, უნდა ჩაანთხიონ 1.1 მილიარდი ლარი. ეს ცოტა ხნის წინანდელი კურსით, თორემ ახლა უკვე 1,2 მილიარდია. აზიის განვითარების ბანკიდან აუღიათ ეს უზარმაზარი სესხი, ისე, რომ სერიოზული განხილვაც კი არ ყოფილა ამ პროექტის მიზანშეწონილების (არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით). აგერ, ჩინური კომპანია უკვე იწყებს მშენებლობას. ჩუნური ჰქვია, თორემ ქვეკონტაქტორები როგორც ყველგან, სახელისუფლებო ბიზნესმენები არიან. რისთვის კეთდება ეს გზა, სამუდამოდ რუსეთის ბაზარს რომ მივებათ თუ გუდაურში მოთხილამურეები უფრო კომფორტულად რომ ჩამოვიყვანოთ? ამ რაოდენობის ფულით ქვეყნისთვის სასარგებლო ათასი რამის გაკეთება შეიძლებოდა. მსგავსი პროექტების განხორციელებას თავისი კორუფციული მიზნებიც აქვს-იბერება ხარჯთაღრიცხვა და ე.წ. ”ატკატებით” მილიონობით ლარი მიდინება ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული კომპანიების ჯიბეში. ასეულ მილიონობით ლარი გაიფლანგა ამ შვიდი წლის განმავლობაში ინფრასტრუწტურაში და ამაზე პასუხი არავის უგია. რიკოთისა და გუდაურის 1,5 მილიარდიანი მშენებლობაც ვიღაცებისათვის ”საოცნებო” შემოსავლების წყარო უნდა გახდეს. მოსწრებაზე არიან!“, - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

 

 

 

 

სოციალისტი " მსგავსი პროექტების განხორციელებას თავისი კორუფციული მიზნებიც აქვს-იბერება ხარჯთაღრიცხვა და ე.წ. ”ატკატებით” მილიონობით ლარი მიდინება ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული კომპანიების ჯიბეში."
სამწუხაროდ მეც მიჩნდება დასაბუთებული ეჭვები!
5 წლის უკან