“იმედის“ თანამშრომლები თუ მაგრად დადგებიან ლალიაშვილს კეთროვნად აქცევენ

“იმედის“ თანამშრომლები თუ მაგრად დადგებიან ლალიაშვილს კეთროვნად აქცევენ

„იმედის“ თანამშრომლები თუ მაგრად დადგებიან, დარწმუნებული ვარ ლალიაშვილს და მის დამქაშებს კეთროვნებად აქცევენ“, - „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „იმედის“ ჟურნალისტებს ეხმაურება.

“იმედის თანამშრომლები თუ მაგრად დადგებიან, დარწმუნებული ვარ, რომ ლალიაშვილს და მის დამქაშებს კეთროვნებად აქცევენ! არ გეგონოთ ხალხო, რომ დამქირვებელია მთავარი, თქვენს გარეშე დამქირვებელი ნულია! შეგიძლიათ წითელი ხაზების დაწესება თუ მყარად დადგებით!“, - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები „იმედის“ ეთერში გასული „აგვისტოს ომის“ ფილმის მთავარ შინაარს არ იზიარებენ. ამის შესახებ ჟურნალისტები სოციალურ ქსელში წერენ. იმედის ჟურნალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთი ოკუპანტია. შეგახსენებთ, "იმედზე" გასულ სკანდალურ ფილმზე , რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ის ამბობს, რომ სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია.

„პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათშორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის,“- განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა. ტელე „იმედზე“ გასულ ფილმზე მასალა mediachecker-მა გამოაქვეყნა. "უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი -ერთში იმეორებს" - ასე აფასებს მედიაჩექერი ფილმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა. ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას” , -წერს მედიაჩექერი, რომელიც ამ ფილმზე მასალას აქვეყნებს. ოპოზიციამ აღნიშნული ფილმი ოკუპაციის აღიარებად და პუტინის პირდაპირი დაკვეთის შესრულებად შეაფასა. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტებმა ფილმის ავტორის ვინაობის დასახელება მოსთხოვეს.

სოციალისტი მე ფილმი არ მინახავს, მაგრამ რადგენ ეს შიზოიდი ცოლ-ქმარი ასე გაწიწმატდნენ ე.ი. კარგი და მართალი ფილმია!
5 წლის უკან
Maverick სოციალისტი, "ვოროშილოვსკი სტრელოკი" ხარ, შიგ 10 - ანში გაარტყი მანგუსტა ტაბულა ბიცოლას და მის პითონა ქმარს!
5 წლის უკან