ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა

ამერიკული კონტი ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციონერი იყო. უცნობია, რა მიზეზით დატოვა ჯგუფმა კონსორციუმი.

21 მარტს პარლამენტში ვიზიტისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ როდესაც სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, კონტი ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა და გამოცდილება იყო მიზეზი, რატომაც ტენდერში ამ კონსორციუმმა გაიმარჯვა.

"რატომღაც ხდება ანაკლიის პროექტის და ანაკლიის კონსორციუმის უშუალოდ მამუკა ხაზარაძესთან გაიგივება. მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ პროექტში 42 პროცენტით შესულია კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია მამუკა ხაზარაძე, ხოლო მეორე ასეთივე თანაბარი წილით - 42 პროცენტის ოდენობით კონტი ჯგუფზე ფიქსირდება. სწორედ იმის გამო, რომ ანაკლიის კონსორციუმში შესული იყო კონტი ჯგუფი, მისი გამოცდილება და მისი ფინანსური მდგომარეობა იყო იმ პირობის შესრულება, რაც გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვაში... დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, კონტი ჯგუფს ჩვენც ვერ ვხედავთ - კონტი ჯგუფი, ფაქტობრივად, პროცესში ჩართული არ არის", - განაცხადა მინისტრმა

სოციალისტი საქართველო მოხვდა მსოფლიო იმპერიალიზმის პირდაპირი შანტაჟის ფაზაში! საცაა მსოფლიოს ჟანდარმი დაგვაბიჯებს სქელლანჩიან ალპინისტურ "ბათინკას"!
5 წლის უკან