ოთარ ანგურიძე: მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ არის კავშირში ივნისის თვის პოლიტიკურ მოვლენებთან

ოთარ ანგურიძე: მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ არის კავშირში ივნისის თვის პოლიტიკურ მოვლენებთან

„მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ არის კავშირში ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე.

საქართველოში არსებულმა ნეგატიურმა პოლიტიკურმა ფონმა ასახვა ჰპოვა არამხოლოდ ტურიზმის სექტორზე, არამედ არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ გარკვეულწილად შეანელა ღვინის სექტორიც. რადგან, რუსეთის ბაზარი არის საექსპორტო ღვინის გასაღების მთავარი წყარო. შესაბამისად, სანქციების მოლოდინმა მეღვინეების მხრიდან შემცირდა ყურძენზე მოთხოვნა.

2019 წლის მაისის თვეში რუსეთში ექსპორტირებულ იქნა 4 522 250 ბოთლი.

2019 წლის ივნისი - 4 209 866 ბოთლი.

2019 წლის ივლისი - 3 550 264 ბოთლი. (18%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით)

მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ არის კავშირში ივნისის თვის პოლიტიკურ მოვლენებთან.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა და მევენახეობა არის სწორედ ის დარგი, რომელიც საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება და არის რეალური კონკურენტული გარემო. 2018 წელს საქართველოში რთველი ჩატარდა სუბსიდიის გარეშე და მიღებულ იქნა რეკორდული 230 ათასზე მეტი ტონა მოსავალი. ხოლო ჯამურად მევენახეობის შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა. 2019 წლის პროგნოზით 250 ათასი ტონა მოსავლის მიღება იგეგმება.

უნდა აღინიშნოს, რომ მეღვინეობა-მევენახეობა არის სწორედ ის დარგი, რომელიც იძლევა საშუალებას რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ჩართული, რაც ინკლუზიურობის კარგი მაგალითა.

ძალიან მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებამ გასცეს მკაცრი პასუხი იმ პოლიტიკოსების მოქმედებებს, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ცდილობენ მოსახლეობაში ხელოვნურად შექმნან უკმაყოფილობის ფონი.