„აგვისტოს ომზე „იმედზე“ გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ, ასევე, უცვლელნი არიან მოღალატეები“, - პარლამენტარი ნინო წილოსანი წერს სოციალურ ქსელში,
აგვისტოს ომზე „იმედზე“ გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ ასევე უცვლელია მოღალატეები..
რამდენადაც არ უნდა შეეცადო ისტორიის გადაწერას შედეგები უცვლელია:
- 400-ზე მეტი დაღუპილი ჩვენი მოქალაქე
- დაკარგული 151 დასახლებული პუნქტი
- ოკუპირებული ახალგორი და კოდორი
მაგრამ ამასთანავე, ძალაუფლება შენარჩუნებული ხელისუფლება, მილიარდობით დოლარი მიღებული საერთაშორისო დახმარებების სახით, და საბოლოოდ, დაზარალებული საქართველო.
რა უჯდება ქვეყანას არასწორი ან განზრახ არასწორი გადაწყვეტილებები?! და რატომ იყო არასწორი ამას მაშინდელი აშშ ელჩის, კონდოლიზა რაისის , ტალიავინის დასკვნის და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები , ფაქტები და საბოლოოდ შედეგები ნათლად მოწმობს.
და თუ სიმართლე სიჩუმეს არღვევს მე არ ვპატიობ არც მტერს და არც ამ ადამიანებს ჩემი ქვეყნის მიწა-წყლის დათმობას , და თქვენ რა გიღირთ ამის პატიება (?)