ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრას და ბრალის წარდგენას არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები პოლიტიკურ დევნად აფასებენ. "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებით მოქმედებს. მისი თქმით, ივანიშვილი ერთდროულად უპირისპირდება ქვეყნის მოსახლეობას და ასევე, დასავლეთს.
„საქმე აღძრეს სრულიად პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით და სადამდე მივა, ეს საქმის აღძვრა აღკვეთ ღონისძიებაში გადაიზრდება თუ არა, ამაზეც ნიკა გვარამიას პასუხი ვიცით - თავისუფლება ან ციხე. ეს ძალიან სერიოზული და ძალიან მაგარი პასუხია. ის ორი უმძლავრესი კომპონენტი, რომელსაც ერთდროულად უპირისპირდება გაკოტრებული ხელისუფლება, ეს არის ქართული საზოგადოება, მთელი მისი დემოკრატიული ინსტიტუციებით, ღირებულებებით, ერთი მხრივ, და ეს არის აშშ, ევროპა, საერთაშორისო თანამეგობრობა, დასავლეთი, მეორე მხრივ. ორივე ამ ძალასთან ერთდროულად გამკლავება ივანიშვილს გაუჭირდება. პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ ის შეელეწება დასავლეთის მოტყუების, გადაგდების მცდელობას,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.