„დიდი შეცდომა იქნება, გვარამიას თუ პატიმრობას შეუფარდებენ. ეყოლებათ ახალი პოლიტიკური პატიმარი, ძალიან ნიჭიერი პოლიტპატიმარი, რომელიც ციხიდანაც ანათებს“, - ასე ეხმაურება პროკურატურის მიერ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.
„აქ გვარამიაზე არ არის საუბარი, მაგრამ როგორ გინდა ვინმე დააჯერო, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის... ეს არის შერჩევითი სამართალი, რადგან უამრავი სისხლის სამართლის საქმეები წლობითაა თაროებზეა შემოდებული და დაჩქარებული წესით იძიებენ სამოქალაქო სარჩელს ვიღაც ნიჟარაძის, რომელიც ურიგოდ შემოდის. ვინ დაუთმო მას რიგი - მე, რომელიც 2012 წლიდან ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას, თუ იმ შვილმკვდარმა მამებმა, რომელთა საქმეებიც დღემდე გამოუძიებელია?
„რა გვარამიას სახლი, რის გვარამიას სახლი... მილიონები რომ არის შეჭმული ბიუჯეტიდან, ის საქმეები გამოიძიოს. ვინ არის ვერ გავიგე, რა ჰგონია თავი. რაღაც ფული რომ იშოვა, იმიტომ ყველაფრის უფლება აქვს? თურმე ახლა მილით ზღვა შემოყავს თავის ეზოში.
„არცერთი მლიარდელი ჩემთვის ნიკალას ფეხის მტვრად არ ღირს, რომელსაც სიკვდილის შემდეგაც ერთილარიანი ერგო. მაგრამ, სულ ამას ვამბობ, რის უფლებასაც ხალხი მისცემს ივანიშვილის სითავხედეს, იმდენს გააკეთებს.
„ვერ ხედავთ მედიაში რა ხდება? 90-იანი წლების ჟურნალისტიკა უნდა რომ დააბრუნოს. ამას მაშინ უნდა მივხვედრილიყავით, კოკა ყანდიაშვილი რომ დააბრუნა.
„რა შეეხება იმას, შეუფარდებენ თუ არა პატიმრობას გვარამიას, ადრე კიდევ ვფიქრობდი, რომ ამდენ სისულელეს არ გააკეთებდნენ, დღეს კი აღარაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ გვარამიას დაკავება იქნება დიდი შეცდომა. ეყოლება ახალი პოლიტიკური პატიმარი, ძალიან ჭკვიანი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ციცხიდანაც ანათებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.