ეს იყო PR-ისთვის გაკეთებული, რომ გვარამიას რეპუტაცია შელახვოდა

ეს იყო PR-ისთვის გაკეთებული, რომ გვარამიას რეპუტაცია შელახვოდა

"ეს იყო PR-ისთვის გაკეთებული, იმისთვის, რომ ნიკა გვარამიას რეპუტაცია შელახვოდა" - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის ბრალის წარდგენას. ნინო გოგუაძე ამბობს, რომ პროკურორის მიერ გუშინდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების ტექსტი ბიძინა ივანიშვილის PR სამსახურში იყო დაწერილი.

გოგუაძის თქმით, პროკურორის განცხადება ნიკა გვარამიასთვის რეპუტაცია შელახვას ისახავდა მიზნად.

„პროკურორი გვიკითხავს საბრალდებო დასკვნას, რომელიც პროკურატურაში გამოძიებაზე დაყრდნობით კი არ არის მომზადებული, არამედ დაწერილია ბიძინა ივანიშვილის PR სამსახურში, ამის ნათელი მაგალითი იყო გუშინდელი პროკურორის ბრიფინგი, სადაც მან წაგვიკითხა უამრავი ფაქტი, მათ შორის, ბინების გაყიდვის შესახებ და შემდეგ, ნიკა გვარამიას ბრალში ეს ბინები საერთოდ არ ფიგურირებდა. ფაქტია, რომ ეს იყო PR-ისთვის გაკეთებული, იმისთვის, რომ ნიკა გვარამიას რეპუტაცია შელახვოდა. დიახ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნა ორი მიზეზის გამო. ერთი მიზეზი არის, პირადი შურისძიება და ეს მოტივი მასში არის ძალიან ძლიერი და მეორე მიზეზი არის, რომ არ დაუშვას ახალი თავისუფალი სიტყვის გაჩენის კერები,“ - განაცხადა გოგუაძემ.

amo ქ-ნო ნინო ვის თვალში უნდა შელახვოდა გვარამიას რეპუტაცია, ხომ არ დააზუსტებდით?
5 წლის უკან
Maverick პირველად მესმის, რომ უსინდისო გვარამიას რაღაცით რეპუტაცია შეელახა?! აფერუმ დედაკაცო!...
5 წლის უკან
სოციალისტი ასეთი უნამუსობა ამას, ამ ქალად მოხსენიებულს ევალება თუ მისი ბუნებრივი მდგომარეობაა?!
5 წლის უკან