პროკურატურა გირაოს - 80.000 ლარს ითხოვს

პროკურატურა გირაოს - 80.000 ლარს ითხოვს

„რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო დღეს ჩაინიშნა. გვარამიამ ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღო ინფომრაცია. მისივე ცნობით, პროკურატურა გირაოს, 80 ათას ლარს ითხოვს

„საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე. პროკურატურის მოთხოვნა - 80.000 ლარი გირაო." წერს გვარამია ფეისბუქზე

საქმეს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი განიხილავს.

გვარამიამ გუშინვე განაცხადა, რომ ის გირაოს არ დათანხმდება და არ გადაიხდის.

„ან თავისუფლება, ან პატიმრობა" განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ.