მიდის თუ არა საქართველო ავტორიტარიზმისკენ: „მარგველაშვილი ასეთ განცხადებას უსაფუძვლოდ არ გააკეთებდა“,

მიდის თუ არა საქართველო ავტორიტარიზმისკენ: „მარგველაშვილი ასეთ განცხადებას უსაფუძვლოდ არ გააკეთებდა“,

„მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ვერ იქნება საფუძველს მოკლებული. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს არის ავტორიტარული ტენდენცია, რაც საკმაოდ დასაფიქრებელია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არც მანამდე იყო კონსოლიდირებული დემოკრატია. თუ გაგრძელდება მსგავსი ტენდენციები, ეს გავლენას მოხდენს როგორც ქვეყნის იმიჯზე, ასევე ჩვენს ამბიციებზე", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა, კორნელი კაკაჩიამ საქართველოს ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოს ბოლო პერიოდში ავტორიტარული მმართველობისკენ იხრება.

„სამართლებრივი დეტალები პირველადი არის სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც შენ უკვე ხედავ პოლიტიკურ ხელს ტელევიზიებში შენი ხალხის დანიშვნაზე, როცა ხედავ პოლიტიკურ ტენდენციას ბიზნესში ჩარევაზე, როცა ხედავ პოლიტიკურ ტენდენციას ტელევიზიების მფლობელების დაბარებაზე - ხედავ, რომ პირველადი სამართალი არ არის პირველადი. არის პოლიტიკა, ხოლო სამართალი ამ პოლიტიკისთვის მაკიაჟია.

„ამას უნდა შევეჩვიოთ, ასე იყო ყოველთვის. ჩვენ მივდივართ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ და ეს არის ფაქტი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „360" გრადუსში.

„რეზონანსთან" საუბრისას კორნელი კაკაჩიამ აღნიშნა, რომ გიორგი მარგელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არაა საფუძველს მოკლებული და საქართველოში მართლაც შეინიშნება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ტენდენტიები არ შეწყდება:

„გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ვერ იქნება საფუძველს მოკლებული, რადგან ბოლო დროინდელი მოვლენები ამას ცხადჰყოფს, განსაკუთრებით „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საქმე, პოლიტიკოსების დაპატიმრებები, კონკრეტულად ნიკა გვარამიას საქმე, რომლის გამოძიებაც ახლა მიმდინარეობს და გარკვეულწილად წნეხი პოლიტიკურ ოპონენტებზე და ზოგადად, ოპოზიციაზე - მთლიანად ეს პოლიტიკა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის მიმართულია 2020 წლის (საპარლამენტო არჩევნების) წინ პოლიტიკურ ოპონენტების დაშინებაზე ან დასუსტებაზე და ამ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე.

„ბუნებრივია, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა 2020 წლამდე, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს არის ის ავტორიტარული ტენდენცია, რომელმაც შეიძლება, რომ მართლა მიგვიყვანოს არა იქ, სადაც ჩვენ ვფქირობთ - ევროატლანტიკური სივრცისკენ, არამედ სულ სხვაგან, რაც საკმაოდ დასაფიქრებელია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არც მანამდე იყო კონსოლიდირებული დემოკრატია.

„თუ ასეთი ავტორიტარული ტენდენციები გაგრძელდება, ეს უკან დაწევს როგორც ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას, ასევე ჩვენს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში", - განმარტა კორნელი კაკაჩიამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვლება და ნეგატიურ ჭრილში გადავა:

„რა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება და მითუმეტეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან იმას, რაც საქართველოში ხდება.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები კიდევ ოფრო გააქტირუდებიან. ამ პერიოდისთვის თუ გაგრძელდება მსგავსი ტენდენციები, რა თქმა უნდა, ეს გავლენას იქონიებს არჩევნების შედეგებზე და, ზოგადად, საქართველოს რეიტინგებზე. ბუნებრივია ეს გავლენას მოხდენს როგორც ქვეყნის იმიჯზე, ასევე ჩვენს ამბიციებზე, რომელიც გაგვაჩნია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით", - დასძინა კაკაჩიამ.

amo გეთანხმებით, იხრება და თანაც გვარიანად, ისე 2020 წლის არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდობიანად ვერ მივა! ამას, მე მგონი, დებილიც კი ხვდება.
5 წლის უკან
amo მარგველა იცით რაში არ არის მართალი? მაპატიეთ და რატომაა უხერხემლო? გადახრაზე რომ აკეთებს მინიშნებას და ამის უცილობელ წინაპირობაზე კრინტის დაძვრის ვაჟკაცობა რომ არ აქვს, მთაში გაზრდილი კაცი მაინც არ იყოს.
5 წლის უკან