შაბათ-კვირას სიგრილეა, ორშაბათიდან ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს

შაბათ-კვირას სიგრილეა, ორშაბათიდან ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს

დღეს 10 აგვისტოს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს მსუბუქი ქარი რეგიონებში და უნალექოდ ჩაივლის დღე დედაქალაქში.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს. დაბლობ და სანაპირო, ასევე მთიან რაიონებში +24 +27 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +20 +25 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +28 +33 გრადუსი დაფიქსირდება, მთიან რაიონებში +24 +29, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +14 +16 გრადუსია მოსალოდნელი.

დედაქალაქში დღეს ჰაერი +29 +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო 11 აგვისტოს მაქსიმალური ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +36 გრადუსი დაფიქსირდება.