"ივანიშვილი გაქცევას აპირებდა, მაგრამ მოსკოვიდან დაურეკეს, მანდ დაეტიეო”

გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი 22 ივნისს ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

"სარწმუნო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ 22 ივნისს ივანიშვილი გაქცევას აპირებდა. მოსკოვიდან დაურეკეს, დაეტიე მანდ, არავის გეკითხება შენ,  სად წახვალ და სად არაო. ზუსტად იმ დღეს შეიყვანა სპეცრაზმი თავის სახლში. იცოდეთ ეს!..

ერთი დიდი მიტინგი კიდევ და გამქცევი იქნება უკვე! ვეღარ გაუძლებს უკვე ამას".

amo გუბაზ, ეგ ნიუსი "სოფლის ცხოვრება"-ში ამოიკითხეთ, ხომ?
5 წლის უკან
უ ც ხ ო . ეს ხომ მიშამ გამოაცხადა მაშინ, - მაქვს უტყუარი ინფრმაცია, რომ ბიძინა უკვე ემზადება გასაქცევად და აბა, თქვენ იცით, არ გაჩერდეთო!.. -- აი, იმისაგანა აქვს ეს ინფორმაცია და, მიშას ბაგენი რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებენ, ამაში ეჭვს როგორ შეიტანს!
5 წლის უკან