“ნაც.მოძრაობის და შესაბამისად ლიბერალური ჰეგემონიის დასრულებას ვხედავთ, მაგრამ რა მოდის ამის შემდეგ?! ამის შემდეგ ყოველთვის ორი გზა ჩნდება. ცუდ შემთხვევაში ესაა ფაშიზმის ან მოფაშისტო გზა, რომელიც საბოლოოდ კვლავ დაგვაბრუნებს ლიბერალიზმთან.”– წერს ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი სოციალურ ქსელშო.
“ფაშისტური ვნებები, რომელიც ფსევდოპატრიოტული რიტორიკით გაჟღენთილია, მოდის და გვეუბნება რომ, თითქოს იმისთვის რომ ქართველობა შევიგრძნოთ, ქსენოფობიის ჭაობში უნდა გადავეშვათ დ უნდა დავიწყოთ ისტერიული, გონიერებაზე უარის თქმით რაღაც პოლიტიკების გატარება რაღაც ემოციურ ტალღებში გადავარდნა, საიდანაც უკნიდან სერიოზული დანაკარგების გარეშე ვერ ამოვალთ . ეს ჭაობი სერიოზულად დაგვწევს უკან, როგორც მენტალურად, ისე სახელმწიფოებრივად. ძირითადი გათვლა ახალგაზრდებზე ექნებათ, ლიბერალური სისულელეებისგან დაღლილი, მონატრებული პატრიოტულ გრძნობებს და სახელმწიფოებრივ იდეალებს, ფაშისტები ან მოფაშისტო ელემენტები შემოთავაზებენ ეროვნულობის სუროგატს, ვნებას შინაარსის გარეშე. ერთი სიტყვით დამღუპველი ტალღა იქნება თუ კი ამ მიმდინარეობამ გაიმარჯვა.
მაგრამ ისტორია არ არის ბედისწერა, ისტორია არის ნების დაფიქსირება, შემთხვევითობა და პოზიტიურის თვითდამკვიდრება. მეორე გზა შეიძლება გამოჩნდეს მხოლოდ დიდი ძალისხმევის, რეალობთან ყურების უნარის, ღირებულებებზე დაყრდნობით და მომავლის სწორი ხედვის. ესეთი კი შეიძლება იყოს ისეთ ღირებულებებზე დაყრდნობილი პოლიტიკური ძალის გაჩენა, რომელიც სწორედ აფასებს დროს, აქვს სტრატეგიული აზროვნების უნარი და შეუძლია გარემო-პირობებში სწორედ შეაფასოს საკუთარი ქვეყნის მდგომარეობა და შესაძლებლობები და შეძლოს მომგებიანი სვლები განახორციელოს. ამავე დროს გრძნობს საკუთარი მოსახლეობის გულისცემას და მისი ინტერესების გატარება შეუძლია. ასეთი კი იქნება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოების გაერთიანებაზე ზრუნავს, რომელიც სიღარიბისგან და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაზე იზრუნვებს და რომელიც ადგილობრივ კულტურულ ღორებულებების შენარჩუნებაზე და განვითარებაზე იფიქრებს.”– წერს ნუკრი შოშიაშვილი.