გია აბაშიძე: ჩვენ მათ ვანდეთ საქართველოს მართვა, მაგრამ მათ ზიანი მოგვაყენეს, აგვისტოს ომი,  მისი დამანგრეველი შედეგები და არა ე.წ. ამოსუნთქვა

გია აბაშიძე: ჩვენ მათ ვანდეთ საქართველოს მართვა, მაგრამ მათ ზიანი მოგვაყენეს, აგვისტოს ომი,  მისი დამანგრეველი შედეგები და არა ე.წ. ამოსუნთქვა

საზოგადეობის საგრძნობმა ნაწილმა ვიცით, ნაცმოს ბორდი, რომლის ერთ-ერთი წევრია ნიკა გვარამია, დიდი ხანია აღქმულია მათდამი სამართავად მინდობილი სიკეთეების დაზიანებაში.  ჩვენ მათ ვანდეთ საქართველოს მართვა, მაგრამ მათ ზიანი მოგვაყენეს -  მაგალითად, აგვისტოს ომი,  მისი დამანგრეველი შედეგები და არა ე.წ. ამოსუნთქვა,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ნიკა გვარამია რ2-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული,

,,ცხადია, ბრალდების შინაარსის კომენტირება არაა ჩემი კომპეტენცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია ვიცით რაცაა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მაგრამ საზოგადეობის საგრძნობმა ნაწილმა ხომ ვიცით, ნაცმოს ბორდი, რომლის ერთ-ერთი წევრია ნიკა გვარამია, დიდი ხანია აღქმულია მათდამი სამართავად მინდობილი სიკეთეების დაზიანებაში? ჩვენ მათ ვანდეთ საქართველოს მართვა, მაგრამ მათ ზიანი მოგვაყენეს -  მაგალითად, აგვისტოს ომი, მისი დამანგრეველი შედეგები და არა ე.წ. ამოსუნთქვა. ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ნიკა გვარამია რ2-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული, რაზეც მას უჩივის რ2-ის ყოფილი ერთ-ერთი მეწილე, ქალბატონი ნიჟარაძე და რ2-ის ახლანდელი გენ.დირექტორი სალია. ვისთვის სამწუხაროდ, ვისთვის საბედნიეროდ, ასეთია მოცემულობა. დანარჩენი კი, სასამართლოს 'ჩაქუჩის დარტყმის' შემდეგ გამოჩნდება",- წერს გია აბაშიძე