სოსო ცინცაძე აგვისტოს ომზე: „ეს რომ არ განმეორდეს, ყველა უნდა დაისაჯოს

სოსო ცინცაძე აგვისტოს ომზე: „ეს რომ არ განმეორდეს, ყველა უნდა დაისაჯოს"

„რატომ სჯეროდა სააკაშვილს რომ რუსეთი არ ჩაერეოდა ომში? ხომ ვიღაცამ დააჯერა? - განაცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში.

მისი თქმით, მაშინდელ დაზვერვის უფროსს ბეჟუაშვილს უნდა ეთქვა სააკაშვილისთვის, რომ რუსეთი ჩაერეოდა.

„დაზვერვის უფროსს, ხო იცით ვინც იყო, დაედო სააკაშვილისთვის დოკუმენტი და ეთქვა - იცით რა ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ვალია გითხრათ რომ რუსეთი ჩაერევა, ბეჟუაშვილი 10 წელი იყო მგონი დაზვერვის უფროსი. ჩვენი მრჩეველთა საბჭო რატომ არსებობდა 4-5 თვე და მეტი არა. იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ისეთ რაღაცეებს ვუდებდით, რომელიც არ მოეწონათ და პირველ რიგში ვინც პირველი კითხულობდა ამას, უგულავა და მაგის მოადგილე ახვლედიანი იყვნენ. შეიქმნა რაღაც ლიპა კომისია. და მორჩა, კრება დარჩა მხიარული. დღეს ვინმეს ახსოვს ეუთოში მიწერილი კულახმეტოვის წერილი - რა ვქნა, კოკოევი ბომბავს ქართულ სოფლებსო და მე აღარ მემორჩილებაო? - სვამს კითხვას სოსო ცინცაძე.

მისი თქმით, დაახლოებით 25 კაცი იყო დამნაშავეთა სიაში და ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველა უნდა დაისაჯოს.

„თუ გინდა რომ არ განმეორდეს, ყველა უნდა დაისაჯოს. არ არის აუცილებელი ყველს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, იმიტომ რომ ხანდაზმულობის ვადა გავიდა, მაგრამ ისტორიულ სამსჯავროზე, მორალური ვალდებულება, მორალური განაჩენი, მობილური ტელეფონით რომ ლაპარაკობდნენ და ბრძანებებს მობილური ტელეფონით იძლეოდნენ ომში - რა დონეზე გადასაწყვეტია ეს საკითხი? გახსოვთ მაშინ ზოგიერთი მეცნიერიც აყვა - „რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავს", „ჩვენ გავიმარჯვებთ"- აცხადებს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, თუ დღეს მმართველ პარტიას გადაწყვეტილი აქვს კიდევ დაუბრუნდეს ამ საკითხს, მაშინ იქ მხოლოდ პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ.