მერაბ ქვარაია:  გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს  წესრიგს და საზოგადოებრივ ინტერესებს

მერაბ ქვარაია:  გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს  წესრიგს და საზოგადოებრივ ინტერესებს

„გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს წესრიგს“, - აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია.

ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული სტატისტიკა  შთამბეჭდავია. იგი ცხადად მეტყველებს იმ რეფორმემების ხარისხზე და მნიშვნელობაზე, რომელიც შს სამინისტროში მიმდინარეობს. ეს კი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ აირჩია ოპოზიციამ განსაკუთრებულ სამიზნედ წარმატებული უწყების წარმატებული მინისტრი. მისასალმებელია, რომ მიუხედავად დისკრედიტაციის მცდელობისა, რასაც ოპოზიციისგან ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს, გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს  წესრიგს და საზოგადოებრივ ინტერესებს.