თეონა ცხომელიძემ „რუსთავი 2“ დატოვა - „გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე“

თეონა ცხომელიძემ „რუსთავი 2“ დატოვა - „გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე“

„კურიერის" ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2" დატოვა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა მისი წავლა ტელეკომპანიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დაემთხვა.

„13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა. ვწუხვარ რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან - გადაწყვეტიკება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.

სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა რუსთავი 2-ს გამოცდილებისათვის.

პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები. ერთი ვიცი - ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ...", - წერს თეონა ცხომელიძე ფეისბუქზე.