პრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად, 20-21 ივნისის შემდეგ, ტურიზმიდან შემოსავლების კლებას ასახელებს

პრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად, 20-21 ივნისის შემდეგ, ტურიზმიდან შემოსავლების კლებას ასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ერთ-ერთი ფაქტორი არის ტურიზმიდან შემოსავლების კლება, რაც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო.

“ველოდებოდით მეტ შემოსავლებს ტურიზმიდან, მაისის და ივნისის ციფრები იყო ძალიან პოზიტიური, ყველაზე საუკეთესო საქართველოს ისტორიაში, აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში იყო მოლოდინი, მაგრამ იმ მოვლენების გამო რაც მოხდა, ეს ასე არ არის, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი. ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე ლარი ზედმეტად გაუფასურებულია, ეს არის ექსპერტების დასკვნა” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.