კახა კალაძე ბრისტოლის მერს შეხვდა
მთავარი

კახა კალაძე ბრისტოლის მერს შეხვდა

კახა კალაძე ბრისტოლის მერს შეხვდა
for.ge

2018-10-11 18:15:20

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისთან დაძმობილებული ქალაქის - ბრისტოლის მერს, მარვინ რისს შეხვდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. 

კახა კალაძემ მარვინ რისს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.  თბილისის მერმა ყურადღება ასევე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტისა და ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტებზე გაამახვილა. 

„ბრისტოლის მერთან საინტერესო შეხვედრა შედგა. აღსანიშნავია, რომ ბრისტოლი და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია. მიმდინარე წელს, ჩვენი დაძმობილების დღიდან 30 წელი სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბრეთ. ბრისტოლს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება  აქვს, რომლის გაზიარებაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. გარდა ამისა,  განვიხილეთ სხვადასხვა კულტურული პროექტი. ვისაუბრეთ მომავალ წელს, თბილისში ქუჩის მუსიკოსების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაზე. ვფიქრობ, რომ ორივე ქალაქს თანამშრომლობის ძალიან დიდი რესურსი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.  


 


ბრისტოლის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს.  

„მოხარული ვარ, რომ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. დღეს ვისაუბრეთ იმ საერთო გამოწვევების შესახებ, რომელთა გადასაჭრელადაც, ერთად მუშაობა შეგვიძლია. მათ შორისაა, ჰაერის დაბინძურება, მდგრადი განვითარება და ღამის ეკონომიკის ხელშეწყობა. მთავარია, რომ ამ ყველაფრის სათავეში ბრისტოლისა და თბილისის მეგობრობა დგას, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა მარვინ რისმა. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების თემას. აღსანიშნავია, რომ იუბილეს ფარგლებში, მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის ისტორიის მუზეუმმა ქართველი და ბრიტანელი ხელოვანების ერთობლივ გამოფენას - „ერთიანობა   განსხვავებულობაშია, ბრისტოლი და თბილისი: 1988-2018“ უმასპინძლა, ხოლო 27-28 სექტემბერს, ბრისტოლის მხარის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ წამყვან მოკლემეტრაჟიან და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე (The Encounters Film Festival) საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა. 

აღსანიშნავია, რომ ქართულ და ბრიტანულ ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით, „თიბისი ბანკისა“ და ბრისტოლის „სავაჭრო გილდიის“ ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, დაგეგმილია ერთობლივი  ბიზნესკონფერენცია, რომელშიც თბილისისა და ბრისტოლის მერები მიიღებენ მონაწილეობას.  

შეხვედრას ბრისტოლის მერთან ერთად, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ბრისტოლის სავაჭრო პალატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს დური და ბრისტოლის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ალიქს ჰიუზი ესწრებოდნენ.  
პირობას გაძლევთ, დღეიდან, აუცილებლად გადავხედავ ჩემ გადაწყვეტილებას გადაცემასთან დაკავშირებით (ვიდეო)

პირობას გაძლევთ, დღეიდან, აუცილებლად გადავხედავ ჩემ გადაწყვეტილებას გადაცემასთან დაკავშირებით (ვიდეო)

თოფაძის კომპანია „ყაზბეგი“, შესაძლოა გაიყიდოს

თოფაძის კომპანია „ყაზბეგი“, შესაძლოა გაიყიდოს

შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად შეწყდა - რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა?

შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად შეწყდა - რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა?

პირდაპირ ვამბობ, მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი

პირდაპირ ვამბობ, მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი

ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია

ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია

მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა

მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა

უცნაური ძარცვა თბილისში – მანქანა გატეხეს, საიდანაც მხოლოდ საღეჭი რეზინი და ხელსახოცი მოიპარეს

უცნაური ძარცვა თბილისში – მანქანა გატეხეს, საიდანაც მხოლოდ საღეჭი რეზინი და ხელსახოცი მოიპარეს

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება - "საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა ხალხში დაძაბულობა"

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება - "საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა ხალხში დაძაბულობა"


სარეკლამო ბანერი
1000 X 80