ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დე ფაქტო ხელისუფლებების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მონიტორინგის ორგანოების შეუზღუდავ წვდომაზე რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ipn

2018-10-11 11:03:31

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო ევროპის საბჭოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ორგანოების მიერ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, მათ შორის ე.წ. „ნაცრისფერ ზონებში“ შეუზღუდავ წვდომაზე.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ასამბლეა მიესალმება იმ შეთხვევებს, როდესაც ევროპის საბჭომ და გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ორგანოებმა მოიპოვეს წვდომა „ნაცრისფერ ზონებში“ (სახელმწიფოების ტერიტორიები, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებების კონტროლის ქვეშ არის)“.

„აღნიშნული ხაზს უსვამს იმას, რომ ამგვარი საქმიანობა ითხოვს კონსტრუქტიულ დამოკიდებულებას, როგორც ცენტრალური დე იურე და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან. კერძოდ, დე იურე ხელისუფლებამ უნდა დაუშვას სათანადო დიალოგი მონიტორინგის ორგანოსა და ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლება უნდა დაეთანხმოს მინიტორინგის ორგანოს ვიზიტს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ ასამბლეა განსაკუთრებით მიესალმება წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აღკვეთის ევროპის საბჭოს ევროპული კომიტეტის ვიზიტებს დნესტრისპირეთში და აფხაზეთში და შესაბამის დე ფაქტო ხელისუფლებებს მოუწოდებს მოლდოვასა და საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებებთან ერთად იმუშავონ აღნიშნულ ტერიტორიებზე წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აღკვეთის ევროპის საბჭოს ევროპული კომიტეტის მონიტორინგის განახლებაზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ითანამშრომლოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აღკვეთის ევროპის საბჭოს ევროპულ კომიტეტთან.
მკვლელი, რომელიც ადამიანებს წამებით კლავდა და აბეტონებდა საქართველოშია

მკვლელი, რომელიც ადამიანებს წამებით კლავდა და აბეტონებდა საქართველოშია

როგორ მოხვდა ყალბი პირადობის მოწმობები “ნაციონალურ მოძრაობასთან”

როგორ მოხვდა ყალბი პირადობის მოწმობები “ნაციონალურ მოძრაობასთან”

რეალურად ვინ არიან დაკავებული მებროძოლები რომლებიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდნენ – მათი ერთადერთი მიზანი არეულობა იყო

რეალურად ვინ არიან დაკავებული მებროძოლები რომლებიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდნენ – მათი ერთადერთი მიზანი არეულობა იყო

„პატრიარქიდან დაწყებული ყველა ამბობს, რომ "ხმები მოიპარეს" - მოიპარეს და უნდა ვაღიაროთ?“

„პატრიარქიდან დაწყებული ყველა ამბობს, რომ "ხმები მოიპარეს" - მოიპარეს და უნდა ვაღიაროთ?“

თაკო ჩარკვიანი თავის ახალ პარტიაზე:  ბევრი ცნობადი სახე გვეყოლება, ვინც აქამდე არცერთ პარტიაში არ ყოფილა

თაკო ჩარკვიანი თავის ახალ პარტიაზე: ბევრი ცნობადი სახე გვეყოლება, ვინც აქამდე არცერთ პარტიაში არ ყოფილა

ინაუგურაციისთვის ისევ ძალაშია სამი ლოკაცია: თბილისი, თელავი და წინანდალი - ყველას სურვილია, რომ ინაუგურაციას რაც შეიძლება ცოტა თანხა დაჯდეს

ინაუგურაციისთვის ისევ ძალაშია სამი ლოკაცია: თბილისი, თელავი და წინანდალი - ყველას სურვილია, რომ ინაუგურაციას რაც შეიძლება ცოტა თანხა დაჯდეს

„ისმოდა სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს? ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ?“

„ისმოდა სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს? ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ?“

„ნაცმოძრაობას“ შეიძლება ლიდერთა ერთი ჯგუფი გამოეყოს

„ნაცმოძრაობას“ შეიძლება ლიდერთა ერთი ჯგუფი გამოეყოს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80